კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხეში სახალხო დამცველის რწმუნებული სცემეს

21 ივნისი, 2005

ციხეში სახალხო დამცველის რწმუნებული სცემეს

თბილისი.17.06.05.მედიანიუსი. სახალხო დამცველის რწმუნებულს გიორგი ონიანს ორთაჭალის #7 საპყრობილეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ონიანი საპყრობილეში პატიმრების ცემის ფაქტთან დაკავშირებით ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შევიდა‚ საიდანაც ციხის ადმინისტრაციამ აღარ გამოუშვია.

გავრცელებული ინფორმაციით‚ ციხის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა ონიანისთვის საპყრობილეში გადაღებული მასალის გატანებაზე. სახალხო დამცველის რწმუნებულმა მასალის გარეშე ციხიდან გასვლა არ ისურვა‚ რასაც ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება მოჰყვა.

"როდესაც ციხის ადმინისტრაციამ გაიგო ომბუდსმენის რწმუნებულის ვიზიტის მიზეზი‚ ჩაუკეტა კარი და გარეთ გამოსვლის საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ ციხის დირექტორი ფიზიკურად გაუსწორდა გოგა ონიანს"‚ _ განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ ბაჩო ახალაიამ.

#7 საპყრობილესთან იმყოფებიან იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სახალხო დამცველის აპარატისა და თავისუფლების ინსტიტუტის  წარმომადგენლები.

მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს. "მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ძირს ყრია მობილურები და სხვადასხვა ნივთმტკიცებები. გამოძიება დაწყებულია 333-ე მუხლით‚ რაც გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტებას. გამოძიება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის‚ რომ დაადგინოს რა მოხდა სინამდვილეში"‚ _ განაცხადა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზედამხედველმა პროკურორმა ვალერი გრიგალაშვილმა.

18 ივნისს სამართალდამცავებმა დავით ვარდოსანიძე დააკავეს. ის პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა სახალხო დამცველის რწმუნებულის, გიორგი ონიანის აღნიშნულ საპყრობილეში დაყოვნებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო.

ახალი ამბები