კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინვალიდი ბავშვები რესტორანში არ შეუშვეს

23 ივნისი, 2005

ინვალიდი ბავშვები რესტორანში არ შეუშვეს

22 ივნისს, 14 საათზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინვალიდთა კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურმა ასოციაცია „ანიკასთან“ ერთად გამართა კონფერენცია 19 ივნისს მცხეთაში მდებარე რესტორან „ხიდაშლებში“ მომხდარ ყოვლად გაუგონარ და ამაზრზენ ფაქტთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის 19 ივნისს,  ასოციაცია „ანიკამ“ №10-ე საშუალო სკოლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 8 მოსწავლე ექსკურსიაზე წილკანში წაიყვანა. თბილისში დაბრუნებისას ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ბავშვების შეყვანა რესტორანში, სადაც მუდამ ხალხმრავლობაა. ეს ხელს შეუწყობდა ამ ბავშვების სრულ ინტეგრაციას საზოგადოებასთან.  რესტორანი „ხიდაშლები“ იმიტომ შეარჩიეს, რომ მცირე კიბეების გამო ადვილი იყო ეტლიანი ბავშვების შეყვანა. სამწუხაროდ, „ხიდაშლების“ ადმინისტრატორმა ნანა გიგაურმა ბავშვების მიღებაზე უარი განაცხადა და ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ ადგილები არ ჰქონდათ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ადგილების პრობლემა ნამდვილად არ ყოფილა. საქმეში ჩაერია პრეზიდენტის რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ბატონი ვასილ მაღლაფერიძე,რომელთანაც საუბრის შემდეგ რესტორნის ადმინისტრაციამ თანხმობა განაცხადა ბავშვების შეშვებაზე. ამჯერად, ექსკურსიის ორგანიზატორებმა აღარ ისურვეს ბავშვების ამ რესტორანში შეყვანა.

„ეს არის დაუფარავი დისკრიმინაცია, საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლის ხელყოფა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დასჯადი ქმედებაა,“- განაცხადა ბექა მინდიაშვილმა - „თანასწორობისა და თავისუფლების სამმართველოს“ უფროსმა.

 „აღნიშნილ ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმირებულია პროკურატურა და შსს და თუ გამოხატავენ ნებას, მათ შეუძლიათ დაიწყონ გამოძიება“, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა დოლიძემ.

რუსუდან ჯამასპიშვილი

ახალი ამბები