კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის საპყრობილეში პატიმართა რიცხვი დადგენილ ნორმას ორჯერ აღემატება

30 ივნისი, 2005

ბათუმის საპყრობილეში პატიმართა რიცხვი დადგენილ ნორმას ორჯერ აღემატება

 

თბილისი.26.06.05.მედიანიუსი. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტების წევრებმა ბათუმის №3 საპყრობილე მოინახულეს. იქ შექმნილ ვითარებას ისინი საგანგაშოს უწოდებენ.  

 

საპყრობილეში არსებულ მდგომარეობას პარლამენტარებთან ერთად გაეცნენ აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატები და აშშ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები.

 

ბათუმის №3 საპყრობილე 220 პატიმარზე გაანგარიშებული, თუმცა მათი რაოდენობა ამ მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება; 12-ადგილიან საკანში 37 პატიმარი ცხოვრობს და მათ ძილი მორიგეობით უწევთ. ამასთან, ტუბურკულოზით და "ცე" ჰეპატიტით დაავადებული პატიმრები სასჯელს სხვა, ჯანმრთელ ტუსაღებთან ერთად იხდიან.

 

პატიმრებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან პრეტენზია გამოთქვეს ციხეში არსებულ პირობებსა და  სასამართლოს მიმართ. მათი თქმით, რამდენიმე ბრალდებული სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე ათი თვეა ელოდება.

 

საპყრობილეში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პარლამენტის ორივე კომიტეტი შუახევში გასვლით სხდომას ჩაატარებს.

 

ახალი ამბები