კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის აპარატი ჯარში რეგულარულ მონიტორინგს ვერ ახორციელებს

12 ივლისი, 2005

სახალხო დამცველის აპარატი ჯარში რეგულარულ მონიტორინგს ვერ ახორციელებს

თბილისი.10.07.05.მედიანიუსი. ქართულ ჯარში რეგულარული მონიტორინგი ფაქტობრივად არ ხორციელდება.

სტატისტიკური მონაცემებით, 2005 წლის მაისსა და ივნისში ჯარისკაცთა სიკვდილიანობის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის ერთი ფილტვების დაავადებით გარდაიცვალა, ხოლო ოთხმა რიგითმა გაურკვეველ ვითარებაში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

სახალხო დამცველის აპარატში საჯარისო ნაწილების გასაკონტროლებლად შექმნილი 25-კაციანი ჯგუფი მოქმედებს, თუმცა ეს ჯგუფი მხოლოდ სპეციალური შეტყობინების საფუძველზე ახდენს რეაგირებას.

„უკანასკნელ პერიოდში ქართულ ჯარში სიკვდილიანობის რიცხვმა მოიმატა. სახალხო დამცველის აპარატი რეგულარულ მონიტორინგს ვერ ახორციელებს, თუმცა მკაცრ რეაგირებას ახდენს შემოსულ შეტყობინებებზე“, - განაცხადა „მედიანიუსთან“ საუბარში სახალხო დამცველის მოადგილემ ბაჩო ახალაიამ.

 

ახალი ამბები