ბათუმის მე-3 საპყრობილეში პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო
ბათუმი.11.07.05.მედიანიუსი. დღეს გამთენიისას ბათუმის მე-3 საპყრობილეში თავი ჩამოიხრჩო პატიმარმა ჯემალ ჩიკვაიძემ. თოკის მაგივრობა მას პირსახოცმა გაუწია. თვითმკვლელობა წინასწარი პატიმრობის საკანში დილის 5-6 საათზე მოხდა, როცა იქ მყოფ სხვა პატიმრებს ეძინათ. როგორც „მედიანიუსს“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, 46 წლის ჯემალ ჩიკვაიძეს ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ცოლ-შვილის განზრახ მკვლელობა ედება. ეს დანაშაული წელს თებერვალში მოხდა. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.