კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში არასრულწლოვანთა ნაწილი შრომითი და სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლია

18 ივლისი, 2005

საქართველოში არასრულწლოვანთა ნაწილი შრომითი და სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლია

 

თბილისი.12.07.05.მედიანიუსი. თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის გაფართოებულ სხდომაზე საქართველოში მცხოვრები განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების პრობლემებზე იმსჯელეს.

 

საუბარი შეეხო კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს, ნარკომანიით, ტოქსიკომანიითა და ალკოჰოლიზმით დაავადებულ ბავშვებს, შრომითი და სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლ ბავშვებს.

 

საკითხი განსახილველად თბილისის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრმა მოამზადა. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა ბელა სარიამ აღნიშნა, ამგვარი ბავშვების პრობლემა ქვეყანაში სამმა ძირითადმა ფაქტორმა წარმოშვა: ქვეყანაში ბავშვებთან დაკავშირებული სოციალური პოლიტიკის არარსებობამ; სახელმწიფო მოხელეთა უსულგულობამ და  მავანის მხრიდან მშობლის მოვალეობის თავიდან აცილებამ.

 

მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრის აზრით, სათანადო უწყებებში უნდა ამოქმედდეს საკოორდინაციო სტრუქტურა, ასევე, შეიქმნას ბავშვთა დახმარების ერთიანი სადედაქალაქო პროგრამა.

 

ბელა სარიას თქმით, 2004 . ამ პროგრამის ძირითადი მიმართულებები თბილისის საკრებულომ განსახილველად მთავრობას გადასცა, მაგრამ ამ უკანასკნელმა არაფერი გააკეთა მის სარეალიზაციოდ.

 

"თუ ამგვარი პროგრამის შექმნით მთავრობა წელსაც არ დაინტერესდება, გაისად ქვეყანაში გაცილებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნება. არასრულწლოვანთა მიერ წელს ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 40-ით აღემატება შარშან ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობას. მთავრობის მხრიდან ამ საკითხის უგულებელყოფის შემთხვევაში ეს რიცხვი გაისად კიდევ უფრო გაიზრდება",
 -
ამბობს სარია.

 

ახალი ამბები