კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხეებში წამების ფაქტების მორიტორინგს სემინარი ეძღვნება

21 ივლისი, 2005

ციხეებში წამების ფაქტების მორიტორინგს სემინარი ეძღვნება

თბილისი.19.07.05.მედიანიუსი. დღეს სასტუმრო "შერატონ მეტეხი-პალასში" გაიხსნა სამდღიანი სემინარი, რომელსაც ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წარმომადგენლები და ამ სფეროში მომუშავე ბულგარელი ექსპერტები ატარებენ.

სემინარი ეძღვნება ქართველი ტრენერების მომზადებას, რომლებმაც ციხეებში წამების ფაქტების მონიტორინგი უნდა განახორციელონ, შემდეგ კი ქართველი ტრენერები ამავე სფეროში ადგილობრივ კადრებს თავად მოამზადებენ.

როგორც "მედიანიუსს" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა დოლიძემ განუცხადა, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით ცხადი ხდება, თუ რა სავალალო მდგომარეობაა ამ მხრივ ქართულ ციხეებში.

სემინარს ადამიანის უფლებათა დამცველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებიან, მათ შორის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია," "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის," "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და სხვა.

ახალი ამბები