კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანში რაიონული გაზეთის რედაქტორის ეზოში ხელყუმბარა აფეთქდა

21 ივლისი, 2005

გურჯაანში რაიონული გაზეთის რედაქტორის ეზოში ხელყუმბარა აფეთქდა

გურჯაანი.15.07.05.მედიანიუსი. გურჯაანის რაიონული გაზეთის „იმედის“ რედაქტორის გელა მთივლიშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა აფეთქდა. აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა სახლის მინები და დაზიანდა ჭერი.

როგორც გურჯაანის რაიონის გამგებელმა აკაკი სიხარულიძემ „მედიანიუსს“ განუცხადა, ხელყუმბარა გელა მთივლიშვილის სახლის ეზოში დაახლოებით ღამის 2 საათზე აფეთქდა. ამ დროისათვის ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ.

„მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა, შექმნილია ოპერატიული ჯგუფი და  ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, რათა დადგინდეს, რამ გამოიწვია აფეთქება.“ - განაცხადა „მედიანიუსთან“ საუბრისას გურჯაანის პოლიციის უფროსმა არჩილ ბოჟაძემ.

გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტი ერთი თვის წინაც დაფიქსირდა. „იმედის“ რედაქტორს დაუდგენელმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გურჯაანის გამგებლის აკაკი სიხარულიძის განცხადებით, გაზეთი „იმედი“ საკმაოდ კრიტიკულად აშუქებს კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, თავად დაზარალებულიც მასზე თავდასხმის ფაქტებს ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.


 

ახალი ამბები