კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზები ქართველების მიერ მიტოვებულ სახლებს აუქციონზე გაყიდიან

26 ივლისი, 2005

აფხაზები ქართველების მიერ მიტოვებულ სახლებს აუქციონზე გაყიდიან

თბილისი.24.07.05.მედიანიუსი. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა რაიონულ ადმინისტრაციებს გაუგზავნა შესაბამისი განკარგულება იმ სახლების აღწერის შესახებ, სადაც ბოლო ათი წლის განმავლობაში არავინ ცხოვრობდა.

სახლების აღწერა 1 ოქტომბრისთვის დასრულდება, რის შემდეგაც მათ აუქციონზე გაიტანენ და გაყიდიან.

განკარგულება ეხება ძირითადად იმ სახლებს, რომლებიც ქართულმა მოსახლეობამ აფხაზეთის ომის დროს დატოვა. განკარგულებაში ნათქვამია, რომ აღწერა რუსულენოვანი მოსახლეობის კუთვნილ შენობებს არ შეეხება.

“ეს არის ნაბიჯი კონფრონტაციისკენ, რაც გულდასაწყვეტი და აღმაშფოთებელია იმის მაგივრად, რომ კონფლიქტის მოგვარების, ნდობის აღდგენის პრობლემებს ვაგვარებდეთ, აფხაზური მხარე არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს”, _ განუცხადა “მედიანიუსს” კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, აფხაზური მხარე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პოსტულატებში ან ვერ ერკვევა, ანდა კონფრონტაციაზე განგებ მიდის.

"იმედია, ეს გაუგებრობა დაიძლევა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული მხარის რეაგირება სათანადო იქნება", _ აცხადებს გიორგი ვოლსკი.

მისივე თქმით, ბაღაფშის ამ განკარგულებას, ისევე როგორც სეპარატისტული ხელისუფლების სხვა აქტებს, იურიდიული ძალა არ აქვს.

 

ახალი ამბები