კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე თბილისშია

1 აგვისტო, 2005

საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე თბილისშია

თბილისი.29.07.05.მედიანიუსი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე, 2003 წელთან შედარებით, 1,1 პროცენტით გაიზარდა. 2004 წელს ეს მაჩვენებელი შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით 12,6 პროცენტს შეადგენდა.

როგორც სტატისტიკის დეპარტამენტის ექსპერტები განმარტავენ, საქართველოში უმუშევრობის დონეს ჩამოყალიბებული ზრდის ან შემცირების ტენდენცია არა აქვს. 1998-2004 წლების მონაცემებით, უმუშევრობის დონე 11-13 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2004 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი ქალაქად უფრო მაღალი იყო, ვიდრე სოფლად და 24,3 პროცენტს შეადგენდა. 1997-2004 წლებში უმუშევრობის დონე სოფლად 3-4 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა.

ექსპერტების განმარტებით, სოფლად უმუშევრობის დაბალ დონეს გარკვეულწილად მეურნეობაში თვიდდასაქმება განსაზღვრავს. სოფლად დასაქმების 80 პროცენტი სასოფლო მიწის დამუშავებაზე და პირუტყვის მოვლაზე მოდის.

რეგიონებიდან უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე, ტრადიციულად, თბილისშია. 2004 წელს ამ მაჩვენებელმა 26 პროცენტს მიაღწია. უმუშევრობის მაღალი დონე დაფიქსირდა აჭარაშიც _ 17,6 პროცენტი. უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე, ტრადიციულად, აგრარულ რაიონებშია:  გურიაში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში, რაც ამ რეგიონებში მასობრივი თვით დასაქმებითაა განპირობებული.

ახალი ამბები