კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნინოწმიდელებმა კომპანია „კანარგო ჯორჯიას“ სასამართლოში უჩივლეს

3 აგვისტო, 2005

ნინოწმიდელებმა კომპანია „კანარგო ჯორჯიას“ სასამართლოში უჩივლეს

საგარეჯო.01.08.05.მედიანიუსი. საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმიდის მოსახლეობამ ნავთობმწარმოებელი კომპანია „კანარგო ჯორჯიას“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

სოფელ ნინოწმიდაში „კანარგო ჯორჯიას“ მიერ ჩატარებული სამუშაოების დროს ერთ-ერთი ჭაბურღილიდან ნავთობმა ამოხეთქა, რამაც სოფლის სასმელი წყლით მომმარაგებელი სათავე-ნაგებობა დააზიანა. ამის შემდეგ ნინოწმინდელები ჯანმრთელობის გაუარესებას უჩივიან.

კომპანია „კანარგო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობამ სოფლის მოსახლეობას სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები დაურიგა. მოსახლეობა აცხადებს, რომ აღნიშნული პოლისები მხოლოდ ლაბორატორიულ კვლევას ითვალისწინებს, რაც არ არის საკმარისი. ისინი პოლისების ფუნქციების გაზრდას მოითხოვენ.

საგარეჯოს რაიონის გამგეობა, კომპანია „კანარგო ჯორჯიასა“ და კომპანია „ალდაგის“ ხელმძღვანელობა პოლისების გაფართოების საკითხის განხილვას აპირებდნენ, თუმცა ნინოწმიდელებმა თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და „კანარგო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობისაგან კომპენსაციის სახით 28 მილიონ ლარს ითხოვენ.

 

ახალი ამბები