კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფო კანცელარიასთან ჭიათურელები შიმშილობენ

5 აგვისტო, 2005


სახელმწიფო კანცელარიასთან ჭიათურელები შიმშილობენ

თბილისი.03.08.05.მედიანიუსი. ჭიათურის მაცხოვრებლები თერთმეტი დღეა თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან, საპროტესტო აქციებს მართავენ. სამი დღის წინათ კი აქციის შვიდმა მონაწილემ შიმშილობა დაიწყო.

ჭიათურის 500-მდე მაცხოვრებელს მანგანუმის წარმოებისას მიმდინარე სამუშაოებმა საცხოვრებელი სახლები დაუზიანა. უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა სახელმწიფოსგან ფულადი კომპენსაციის სახით 2 300 000 დოლარს ითხოვს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უკანასკნელი 8 თვის მანძილზე მათ აღარც ყოველთვიური პროცენტი (50-დან 100 ლარამდე) მიუღიათ.

აქციის მონაწილეებს სახელმწიფო კანცელარიიდან შიდა პოლიტიკისა და ინსტიტუციური მოწყობის სამსახურის უფროსი კობა ხაბაზი შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა.

აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

ახალი ამბები