კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოლაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

12 აგვისტო, 2005

მოლაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

2005 წლის 11 აგვისტოს საქალაქო სასამართლოში კვლავ განიხილებოდა კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის, სულხან მოლაშვილის საქმე. ადვოკატ ნემსაძის მოთხოვნა, კანონის მიხედვით გათვალისწინებული 30 დღის გამოყოფა, რათა საქმეს გაეცნოს, მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას საფუძვლად ედო ნემსაძის არარაციონალური გამოყენება დროის, რომელიც უკვე მას მეაცა წინა სხდომაზე.

ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა. მან განაცხადა რომ, რადგანაც მას ადეკვატური დრო არ მისცეს საქმის გასაცნობად, ის ვერ გააგრძელებს შუამდგომლობას მისი საქმის არასაკმარისი ცოდნის და  გამო.

ნემსაძემ  მოსამართლის აცილება მოითხოვა. თუმცა, მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მან პროტესტის ნიშნადსასამართლო დარბაზი დატოვა.

სასამართლო გადაწყვეტილებით, მოლაშვილს ახალი ადვოკატი დაენიშნა, რაზეც კონტროლის პალატის ყოფილმა ხელმძღვანელმა უარი თქვა და აგანაცხადა, რომ პროკურატორა ზეწოლას ახორციელებდა მოსამართლეზე. ასევე მოლაშვილი თავისი ოჯახის წევრების, რომლებიც მუქარის ზარებს იღებდნენ, დაცვას მოითხოვდა, 109 მუხლის თანახმად.

მოსამართლემ მსჯავრდებულის ახლობლების დაცვის განხორციელება მიზანშეწონილად ჩათვალა. შემდეგი სასამრთლო პროცესი კი 16 აგვისტოს 12 საათზე დანიშნა.

მეგი გოგიშვილი

ახალი ამბები