კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციას უკანონო დაკავებაში ადანაშაულებენ

16 აგვისტო, 2005

პოლიციას უკანონო დაკავებაში ადანაშაულებენ

თბილისი.16.08.05.მედიანიუსი. „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრის თეა თუთბერიძის  განცხადებით, შიდა ქართლის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა თორმეტი ადამიანი უკანონოდ დააკავეს და ადვოკატებთან შეხვედრის საშუალებას დიდი ხნის მანძილზე არ აძლევდნენ.

„ამის გამო, მე და ადვოკატებს ღამის თორმეტ საათზე მოგვიწია გორში ჩასვლა. ჩვენი ჩასვლის მომენტისთვის დაკავებულების გარკვეული რაოდენობა გაუშვეს და უკანონო პატიმრობაში მხოლოდ ორი კაცი დარჩა“, _ აღნიშნა თუთბერიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

თუთბერიძის თქმით, სამხარეო სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯუღელი მათ უმტკიცებდა, რომ ზემოხსენებული ორი პირი საკუთარი ნებით იმყოფებოდა პოლიციის შენობაში და მათ არც ადვოკატებთან შეხვედრა მოუთხოვიათ.

„საბოლოოდ, ეს ორი პიროვნება გაუშვეს, მაგრამ ჯუღელის მითითებით ისინი ჩასხდნენ მანქანაში და იქაურობას გაეცალნენ, რათა ჩვენ არ დაგვლაპარაკებოდნენ“, - განაცხადა თეა თუთბერიძემ.

ახალი ამბები