კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩენ ლტოლვილთა ერთ ნაწილს ლტოლვილის მოწმობები გადასცეს

18 აგვისტო, 2005

ჩეჩენ ლტოლვილთა ერთ ნაწილს ლტოლვილის მოწმობები გადასცეს

თბილისი.17.08.05.მედიანიუსი. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი დუისს ეწვია და იქ მყოფ ჩეჩენ ლტოლვილთა ერთ ნაწილს ლტოლვილის დამადასტურებელი მოწმობები დაურიგა.

საქმე ის არის, რომ სახალხო დამცველის აპარატმა საჩივრების საფუძველზე განიხილა ჩეჩნეთიდან ლტოლვილთათვის სტატუსის აღდგენის საკითხი და გაარკვია, რომ ორმოც მათგანს სტატუსი უსამართლოდ შეუწყდა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, რომელმაც ლტოლვილთა აღწერა შარშან ჩაატარა, საქმეები არასრულყოფილად შეისწავლა და არც გადაწყვეტილების მიზეზები დაასაბუთა საფუძვლიანად, - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

საქმეში სახალხო დამცველის ჩარევის შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ საქართველოში მცხოვრებ ორმოც ჩეჩენს ლტოლვილის სტატუსი აღუდგინა.

დიუსში სოზარ სუბარი ასევე შეხვდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც მესამე ქვეყანაში გამგზავრებას ითხოვდნენ.

ახალი ამბები