გატაცებული თანაკლასელის დაბრუნების მოთხოვნით მოსწავლეებმა აქცია გამართეს
გორი.23.08.05.მედიანიუსი. გორის მე-9 საშუალო სკოლის მოსწავლეებმა თანაკლასელის, კონფლიქტის ზონიდან რამდენიმე დღის წინათ გატაცებული, 11 წლის გენო პეტრიაშვილის სოლიდარობის ნიშნად აქცია გამართეს.
სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დახმარებისთვის პრეზიდენტსა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ. ასევე სთხოვენ გამტაცებლებს, ბავშვი უვნებლად დააბრუნონ.
მათი თქმით, ვიდრე ბოროტმოქმედები გენო პეტრიაშვილს არ დააბრუნებენ, მე-9 საშუალო სკოლის მეექვსე კლასი სასწავლო პროცესს არ დაიწყებს.