კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენის სწავლება გაძლიერდება

30 აგვისტო, 2005

არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენის სწავლება გაძლიერდება

თბილისი.28.08.05.მედიანიუსი. მესამე დღეა ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმიდის სკოლებში ტარდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტი, სახელწოდებით „ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების,მხარდაჭერა სამცხე-ჯავახეთის არაქართულენოვან სკოლებში“.

პროექტი ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის დაფინანსებით ხორციელდება. პროგრამის მიზანია, საქართველოს არაქართულენოვანი მოქალაქეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობა, ახალი სასწავლო სტანდარტების, მეთოდიკის შემუშავება და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება.

ტრენინგებში ქართული ენის 250 მასწავლებელი მიიღებს მონაწილეობას. ტრენინგებს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბელა წიფურიაც დაესწრება.

პროექტი 30 აგვისტოს დასრულდება.

ახალი ამბები