კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში ჩეჩენი ლტოლვილების ხელახალი რეგისტრაცია იწყება

31 აგვისტო, 2005

საქართველოში ჩეჩენი ლტოლვილების ხელახალი რეგისტრაცია იწყება

თბილისი.30.08.05.მედიანიუსი. 1-დან 10 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში ჩეჩენი ლტოლვილების ხელახალი რეგისტრაცია დაიწყება.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩეჩენი ლტოლვილების რეგისტრაცია  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დაფინანსებითა და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდება, ხოლო რეგისტრაციას სამინისტროს თანამშრომლები ჩაატარებენ.

2004 წელს ჩატარებული რეგისტრაციის დროს საქართველოში 2600 ლტოლვილი ჩეჩენი დაფიქსირდა, აქედან მხოლოდ 10 პირი ცხოვრობს თბილისში, დანარჩენი კი _ პანკისის ხეობაში.

წლევანდელი რეგისტრაცია ახმეტის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრში ჩატარდება. იქ ჩეჩენ ლტოლვილებს სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით პანკისის ხეობის სოფლებიდან მიიყვანენ. რეგისტრაციას პირადად ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ეთერ ასტემიროვა გააკონტროლებს.

ახალი ამბები