კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მინსკში დაკავებულ კმარელებთან შეხვედრა ვერ ხერხდება

1 სექტემბერი, 2005

მინსკში დაკავებულ კმარელებთან შეხვედრა ვერ ხერხდება

თბილისი.31.08.05.მედიანიუსი. მინსკში საპასპორტო რეჟიმის დარღვევის მოტივით დაკავებული „კმარას“ წევრების _ გიორგი კანდელაკისა და ლუკა წულაძის განთავისუფლების საქმეში აქტიურად ჩაერთო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

რგოროც „მედიანიუსს“ ომბუდსმენის აპარატში განუცხადეს, ამჟამად სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ვალენბერგის სახელობის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის მიწვევით შვედეთში იმყოფება.

მიუხედავად ამისა, მას ყოველდღიური სატელეფონო კავშირი აქვს უკრაინასა და რუსეთში საქართველოს კონსულებთან, რომლებიც წულაძესა და კანდელაკის საქმესთან დაკავშირებით ამჟამად მინსკში იმყოფებიან.

კანდელაკსა და წულაძეს 28 აგვისტოს მინსკის სასამართლომ თხუთმეტდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც "მედიანიუსს" სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს, ჯერჯერობით ვერც ქართველი კონსულები და ვერც დაკავებულთა ადვოკატი კანდელაკთან და წულაძესთან შეხვედრას ვერ ახერხებენ.

 

ახალი ამბები