კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოლაშვილის ადვოკატები სასამართლოს კვლავ დარღვევებში ადანაშაულებენ

9 სექტემბერი, 2005

მოლაშვილის ადვოკატები სასამართლოს კვლავ დარღვევებში ადანაშაულებენ

თბილისი. 5 სექტემბერი. „ჯი-ეიჩ-ენი“. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ადვოკატები სასამართლოს კვლავ დარღვევებში ადანაშაულებენ და ამ დარღვევების გამო ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.

მოლაშვილის ადვოკატის, იოსებ ბარათაშვილის განცხადებით, საოლქო სასამართლო მოწმეთა დაკითხვისა და დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოქვეყნების გარეშე ჩაატარა. ამის გარდა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ადვოკატ თემურ ნემსაძის მოთხოვნა, დრო მიეცათ 25-ტომიანი საქმის განსახილველად და, ფაქტობრივად, დაცვის გარეშე გამართა პროცესი.

იოსებ ბარათაშვილის თქმით, განსასჯელი სულხან მოლაშვილი სასამართლო პროცესზე იძულებით მიჰყავდათ, მიუხედავად მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა.

აღნიშნული დარღვევების გამო, სულხან მოლაშვილის ადვოკატები აპირებენ, სარჩელი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში შეიტანონ.

შეგახსენებთ, რომ კონტროლოს პალატის ყოფილი თავმჯდომარე 2004 წლის 22 აპრილს დააკავეს. მას პროკურატურა თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, განსასჯელმა სახელმწიფოსა და სხვადასხვა იურიდიულ პირს 3 მლნ ლარის ზარალი მიაყენა.

ახალი ამბები