კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საბერძნეთში აღმოჩენილ უკანონო ფაბრიკაში, ძირითადად, საქართველოს მოქალაქეები მუშაობდნენ

9 სექტემბერი, 2005

საბერძნეთში აღმოჩენილ უკანონო ფაბრიკაში, ძირითადად, საქართველოს მოქალაქეები მუშაობდნენ

ათენი.05.09.05.მედიანიუსი. საბერძნეთის ქალაქ სალონიკში სიგარეტის მწარმოებელი იატაკქვეშა ფაბრიკა აღმოაჩინეს, სადაც, ბერძენი სამართალდამცავების ინფორმაციით, ძირითადად, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები იყვნენ დასქმებულნი.

ბერძენმა პოლიციელებმა ფაბრიკაში 80 ტონა კონტრაბანდული თამბაქო აღმოაჩინეს, რომლისგანაც 4,5 მილიონი ღერი სიგარეტის დამზადება შეიძლებოდა. სამართალდამცავების თქმით, ეს საბერძნეთის ისტორიაში ყველაზე დიდი უკანონო ფაბრიკაა.

პოლიციამ უკვე დააპატიმრა ფაბრიკის ხელმძღვანელი, 35 წლის მამაკაცი, რომლის ვინაობა და ეროვნება ჯერჯერობით არ ხმაურდება. ასევე იძებნებიან ამ მამაკაცის ძმა და სამი თანამონაწილე.

ფაბრიკა, ძირითადად, „მარლბოროს“ მარკის სიგარეტს აწარმოებდა.

ახალი ამბები