კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“მემარჯვენეები” საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოში თავისუფალი მედიის დაცვისაკენ მოუწოდებენ

13 სექტემბერი, 2005

“მემარჯვენეები” საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოში თავისუფალი მედიის დაცვისაკენ მოუწოდებენ

თბილისი.09.09.05.მედიანიუსი. საპარლამენტო ფრაქცია “მემარჯვენე ოპოზიციამ” საქართველოში აკრედიტებულ უცხოეთის საელჩოებს, ევროკავშირს, თეთრ სახლს, ნატოს, სენატორებს რიჩარდ ლუგარს და სემ ბრაუნს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს, ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელს მათიას იორშს, ევროპარლამენტის ხელმძღვანელს რენე ვან დერ ლინდენს, ნატოს პრეზიდენტს იაპ დე ჰუპ სხეფერს სპეციალური მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც ხელისუფლებას თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ტერორში ადანაშაულებენ.

“საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას მუქარის შემდეგ ტელეეთერიდან გაქრა პოლიტიკური თოქ-შოუ “არჩევანის ზღვარზე”... 2005 წლის 26 აგვისტოს წინასწარ დაწერილი პროვოკაციული სცენარით წინასწარი პატიმრობაში აიყვანეს ტელეკომპანია “202”-ის  პოპულარული წამყვანი შალვა რამიშვილი და ამავე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი დავით კოხრეიძე. 27 აგვისტოს ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტს “შემთხვევით” დაეჯახა სამართალდამცველთა მანქანა... 6 სექტემბერს დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ ტელეკომპანია ‘202”-ის გადაცემა “დებატების” წამყვანს ირაკლი კაკაბაძეს”, _ ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვაში ისიც არის აღნიშნული, რომ დეპუტატებზე ვალერი გელაშვილსა და თამაზ ყაჭეიშვილზე თავდასხმა პოლიტიკური მოტივებით მოხდა.

“მემარჯვენეები” საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოში ოპოზიციური აზრისა და თავისუფალი მედიის დაცვისაკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბები