კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანური განვითარების ინდექსით საქართველო მე-100 ადგილზეა

13 სექტემბერი, 2005

ადამიანური განვითარების ინდექსით საქართველო მე-100 ადგილზეა

თბილისი. 8 სექტემბერი. „ჯი-ეიჩ-ენი“. ადამიანური განვითარების ინდექსით, საქართველო, დამოუკიდებელი  თანამეგობრობის ქვეყნებს შორის, მე-100 ადგილზეა. ამის შესახებ გაეროს ადამიანური განვითარების პროგრამის ყოველწლიურ მოხსენებაშია აღნიშნული.

მოხსენებით, გამოკვლეული  177 ქვეყნიდან რუსეთს 62-ე ადგილი, ბელორუსს _ 67-ე, უკრაინას _ 78-ე, ყაზახეთს _მე-80-ე სომხეთს _ 83-ე, თურქმენეთს _ 97-ე, აზერბაიჯანს _ 101-ე, ყირგიზეთს _ 109-ე, უზბეკეთს _ 111-ე, მოლდავეთს _ 115-ე, ტაჯიკეთს _ 122-ე ადგილი უკავია.

გამოკვლევის კრიტერიუმებად ექსპერტებს ერის ფიზიკური ჯანმრთელობა, სოციალური დაცულობა, თითოეულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, განათლებისა და კულტურის დონე, ეკოლოგიური სიტუაცია ჰქონდათ აღებული.

აღნიშნული პარამეტრების მიხედვით, უმაღლესი შეაფასება  ნორვეგიამ, ისლანდიამ, ავსტრიამ, ლუქსენბურგმა და კანადამ აიღო. აშშ-მ და იაპონიამ, გასულ წლებთან შედარებით, თითო საფეხურით დაიწიეს უკან და, შესაბამისად, მე-10 და მე-11 ადგილები დაიკავეს.

მაღალი განვითარების ქვეყნების სიაში შევიდა ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანა, კერძოდ, ესტონეთმა _38-ე, ლიტვამ _39-ე, ლატვიამ _ 48-ე ადგილი დაიკავა.

32 ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანაში შედის: მალი, ბურკინა-ფასო, სიერა-ლეონე და ნიგერია.

ახალი ამბები