კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტ სააკაშვილის ძმას „კანარგოში“ წილები არ აქვს

13 სექტემბერი, 2005

პრეზიდენტ სააკაშვილის ძმას „კანარგოში“ წილები არ აქვს

თბილისი.08.09.05.მედიანიუსი. კომპანია „კანარგოს“ დირექტორის მოადგილე გია ითონაშვილი უარყოფს ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებას, თითქოს „კანარგოს“ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მფლობელობაშია.

„შალვა ნათელაშვილის განცხადება აბსოლუტური აბსურდია. „კანარგო“ ღია სააქციო საზოგადოებაა, რომლის აქციებიც ნიუ-იორკის ბირჟაზეა განთავსებული. ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეამოწომოს, თუ ვის ეკუთვნის აქციები“, _ განუცხადა „მედიანიუსს“ გია ითონაშვილმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა გიორგი სააკაშვილი კომპანია „კანარგოში“ მართლაც მუშაობს; ის კომპანიის ერთ-ერთ განშტოებაში _ „კანარგო კორპორეიშენის“ წარმომადგენლობაში რიგითი თანამშრომელია და მას აქციებში არანაირი წილი არ აქვს.

კომპანია „კანარგო“ საქართველოში 1996 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელი დევიდ რობსონია.

ცნობისთვის: შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართილ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ძმამ გიორგი სააკაშვილმა კომპანია „კანარგოს“ ხელში ჩაგდებით, ქვეყანაში ნავთობის იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის მოპოვება-გადამუშავებისა და ფასთწარმოქმნის მონოპოლიზირება მოახდინა.

ახალი ამბები