კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პენსიონერები შეღავათების გაუქმებას აპროტესტებენ

14 სექტემბერი, 2005

პენსიონერები შეღავათების გაუქმებას აპროტესტებენ

თბილისი. 13 სექტემბერი. “ჯი-ეიჩ-ენი”. ძალოვანი უწყებების პენსიონერებმა საკანონმდებლო ორგანოსთან დღეს აქცია გამართეს. ისინი საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ  იმ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც, მათი თქმით, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში მუშავდება და რომლითაც მათ დღემდე არსებული შეღავათები უუქმდებათ.

 “1996 წლის კანონით, ჩვენ ელექტროენერგიის გადასახადზე, ტელეფონისა და სხვა კომუნალურ გადასახადებზე შეღავათები გვქონდა. ამასთან, საპენსიო თანხებსაც წელთა ნამსახურის მიხედვით ვიღებდით. ახალი კანონის მიხედვით კი აღნიშნული შეღავათები უქმდება”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, ასეთ მიდგომას ძალოვანი უწყებების პენსიონერთა მიმართ არასამართლიანად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

"ჩვენს მოყვანილ მთავრობას ჩვენვე გავყრით. ისინი იმას მოიმკიან, რაც დათესეს",- აცხადებენ აქციის 40-მდე მონაწილე.

ახალი ამბები