კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე ნაპრალები აღმოაჩინეს

19 სექტემბერი, 2005

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე ნაპრალები აღმოაჩინეს 

თბილისი.18.09.05.მედიანიუსი. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აცხადებს, რომ ნავთობსადენზე არსებული ნაპრალების შესახებ კომპანია “ბრიტიშ პეტროლიუმმა” (BP) სამინისტროს დაგვიანებით მიაწოდა ინფორმაცია.
 
სამინისტროსა და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის (GIOC) მოთხოვნით, ამ საკითხთან დაკავშირებით დაიწყო მუშაობა. კერძოდ ნავთობსადენზე არსებული ვითარების გასარკვევად გამოყენებული იყო “შეფუთვის შემოწმების ელექტრონული მეთოდი” (DCVJ), რომლის საბოლო ანგარიშს BP უახლოეს დღეებში წარუდგენს სამინისტროსა და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას. 

აღნიშნული პრობლემა ასევე შეისწავლეს მსოფლიო ბანკის მიერ დაქირავებულმა ტექნიკურმა მრჩეველმა. მათ ანგარიშში ნათქვამია, რომ პრობლემას შეფუთვის SPC 2888 ნივთიერების გამოყენება კი არა, არამედ ზოგ ადგილებში არასწორად შერჩეული ტემპერატურული რეჟიმი წარმოადგენს.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, იგი რეგულირდება “ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის ხელშეკრულებით” (HGA), სადაც ნათქვამია, რომ ნებისმიერი სამშენებლო შეცდომით გამოწვეული ავარია წარმოადგენს BP-ს პასუხისმგებლობას.

 

ახალი ამბები