კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქციის ორგანიზატორი დააკავეს

19 სექტემბერი, 2005

აქციის ორგანიზატორი დააკავეს

რუსთავი. 16 სექტემბერი. "ჯი-ეიჩ-ენი". საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი დილიდან გარდაბანში, სოფელ ვახტანგისში, იყო გადაკეტილი. 30-მდე პირი ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვის ავტონომიური რესპუბლიკის შექმნას მოითხოვდა.

პიკეტის მონაწილეთა თქმით, მხარისა და ქვეყნის ხელისუფლებისაგან არ შესრულდა პირველ  სექტემბერს გამაფრთხილებელ აქციაზე გაკეთებული არცერთი მოთხოვნა. ამიტომ მათ სურთ ავტონომიის ფარგლებში განკარგონ საკუთარი ბედი.

პირველ სექტემბერს გავრცელებულ 5 პუნქტიან პროკლამაციაში ავტორები საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებას მოითხოვდნენ. ასევე, მიწის რეფორმის მათი იტერესების გათვალისწინებით გატარებას, აზერბაიჯანელთა წინააღმდეგ ჩადენილი ყევლა დანაშაულის გახსნას,  საზღვარზე არსებული საბაჟო გადასახადის გაუქმებას და აზერბაიჯანელების სახელმწიფო სამსახურში დასაქმებას.

აქციის ორგანიზატორი ტელმან გასანოვია. იგი 1998 წლამდე გარდაბნის გამგებლის მოადგილე იყო და მას შემდეგ არსად უმუშავია სახელმწიფო სამსახურში. გასანოვი აცხადებს, რომ მხოლოდ საკუთარი სახელით მოქმედებს და მის უკან არანაირი ორგანიზაცია არ დგას.

მას კარგად იცნობს აზერბაჯანელი მოსახელობა, მაგრამ აქციებზე არასდროს გროვდება 50 ადამიანზე მეტი. ვახტანგისში ამბობენ, რომ ტელმან გასანოვს არ აქვს ადგილობრივი აზერბაიჯანელების სახელით საუბრის უფლება, რადგან მას ხალხი მხარს არ უჭერს.

აქციაზე ასლანოვის მომხრეებს რამდენიმე თვის წინ გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 19 წლის ბიჭის სურათი ჰქონდათ მოტანილი. მისმა დედამ საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე დადგა მაგიდა, დადო მასზე შვილის სურათი და გარშემო შემოკრებულ ჭირისუფლებთან ერთად გადაკეტა გზა.

მაგისტრალის გადაკეტვიდან დაახლოებით ერთ საათში ადგილზე მობილიზებულმა 50 სამართალდამცავმა დიდი შეხლა-შემოხლის შემდეგ გზა გახსნა. ტელმან გასანოვი,  რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, დააკავეს. იგი გადაყვანილია გარდაბნის პოლიციის ქვეგანყოფილებაში.

 

ახალი ამბები