კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში დარღვევები აღმოაჩინეს

19 სექტემბერი, 2005

პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში დარღვევები აღმოაჩინეს

თბილისი. 15 სექტემბერი. „ჯი ეიჩ ენი“. იუსტიციის მინისტრის, კონსტანტინე კემულარიას მოთხოვნით, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, ასევე #1 საპყრობილეში იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და დამოუკიდებელი სამედიცინო ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საპყრობილეში მყოფი პატიმრების ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საავადმყოფოში მყოფი ზოგიერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მძიმეა.

11 სექტემბერს სამკურნალო დაწესებულებიდან გაყვანილი იმ 21 პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთა უკან დაბრუნებას მონიტორინგის საბჭო, სახალხო დამცველის წარმომადგენლები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები მოითხოვენ, სტაციონალურ მკურნალობას არ საჭიროებს. დამოუკიდებელი სამედიცინო კომისიის დასკვნით, აღნიშნული 21 პატიმრიდან შესაძლოა მხოლოდ 8 მათგანი დაექვემდებაროს სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას. იმავე შემოწმებას გაივლის ის 34 პატიმარი, რომლებიც 11 სექტემბერს სამკურნალო დაწესებულებიდან გადაიყვანეს და შემდეგ უკან დააბრუნეს.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გაირკვა, რომ პატიმარი ლევან ცანავა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში იანვარში არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის დასკვნის საფუველზე მოხვდა. ჯიშკარიანი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს წევრია, თავის დასკვნაში წერს, რომ ცანავას შერეული დეპრესიული სინდრომი აღენიშნება და ფსიქიატრიულ განყოფილებაში დაკვირვებასა და მკურნალობას საჭიროებს.

პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, დადგენილი წესის შესაბამისად, კომისიური შემოწმების შემდეგ ხდება. ცანავას შემთხვევაში ასეთი შემოწმება არ ჩატარებულა. პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის საფუძველი მხოლოდ ჯიშკარიანის დასკვნა იყო, რომელსაც ამის უფლება არ ჰქონდა. ცანავამ სამკურნალო დაწესებულებაში 8 თვე დაჰყო. კომისიური შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ იგი ჯანმრთელია. ამ დასკვნას იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი რამაზ ღულაძეც დაეთანხმა.

იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანილი კიდევ ერთი ჯანმრთელი პატიმარი გიორგი ჯოხაძეა. იგი 11 აგვისტოს თბილისის №1 საპყრობილეში სამკურნალო დაწესებულებაში არა კომისიის დასკვნის საფუძველზე, არამედ სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლის, ლანა გალდავას მიერ საპატიმროში მიყვანილი ფსიქიატრის, მარინა გოგოხიას კონსულტაციაზე დაყრდნობით გადაიყვანეს. ექიმი აღნიშნავდა, რომ სასურველია პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანონ. მას სამედიცინო დეპარტამენტიც დაეთანხმა და პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა კანონის დარღვევით, არასაკომისიო დღეს, პარასკევს, განხორციელდა.

აქ დასახელებული დარღვევის ორი ფაქტის გარდა არსებობს სხვა დარღვევები, რომლებსაც გენერალური ინსპექცია და დამოუკიდებელი სამედიცინო კომისია შემოწმებას ატარებს.

გარდა ამისა, თბილისის #1 საპყრობილეში, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომებმა, მათ შორის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა, მიაკვლიეს პატიმრებს, რომელთაც არაერთხელ, თუმცა უშედეგოდ, მიმართეს სამედიცინო დეპარტამენტსა და სამედიცინო კომისიას ჯანმრთელობის გაურესების გამო სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით. პატიმრები აცხადებენ, რომ სამედიცინო დეპარტამენტმა და სამედიცინო კომისიამ მათ ყურადღება არ მიაქცია.
 
იუსტიციის სამინისტრო და დამოუკიდებელი სამედიცინო კომისია შემოწმებას აგრძელებს.

ახალი ამბები