კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მონიტორინგის საბჭოს წევრი იუსტიციის მინისტრს სასამართლოში უჩივის

22 სექტემბერი, 2005

მონიტორინგის საბჭოს წევრი იუსტიციის მინისტრს სასამართლოში უჩივის

თბილისი.20.09.05.მედიანიუსი. იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე მონიტორინგის საბჭოს წევრი მარიამ ჯიშკარიანი იუსტიციის მინისტრ კონსტანტინე კემულარიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
 
ამის მიზეზი მინისტრის მიერ მისი კორუფციასა და უფლებამოსილების გადაჭარბებაში დადანაშაულებაა. კემულარიამ ჯიშკარიანს იმ სამედიცინო კომისიაზე ზეწოლაში დასდო ბრალი‚ რომელმაც უნდა მოამზადოს დასკვნა‚ პატიმრის საპყრობილიდან საავადმყოფოში ან საავადმყოფოდან საპყრობილეში გადაყვანაზე. 

იუსტიციის მინისტრის თქმით, პატიმრის საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილებას ჯისკარიაში ერთპიროვნულად იღებდა და სანაცვლოდ მასთან კორუფციულ გარიგებაში შედიოდა.

“იურიდიულად მონიტორინგის საბჭოს წევრს უფლება აქვს გარკვეული რეკომენდაცია გაუწიოს პატიმარს, საკუთარი დასკვნა მის ჯანმრთელობაზე სამედიცინო კომისიას გააცნოს, მითუმეტეს, თუ ის ექიმია. მე დამოუკიდებელი ექიმი ვარ. ამასთან‚ ვხელმძღვანელობ წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრ “ემპათიას”‚ რომელსაც იუსტიციის სამინისტროსთან სპეციალური ხელშეკრულებაა აქვს დადებული. შეთანხმების თანახმად, ჩვენს წევრებს უფლება აქვთ შევიდნენ ციხეში და დასკვნა მოამზადონ პატიმრის ჯანმრთელობაზე. ასევე გასცენ რეკომენდაცია მის საავადმყოფოში გადაყვანაზე‚” _ ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

პროფესიული ღირსების შელახვისა და დამოუკიდებელ ექიმებზე ზეწოლისათვის იგი მინისტრს სასამართლოში უჩივლებს იმ შემთხვევაში. ჯიშკარიანის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მან ევროსასამართლოსაც მიმართოს.

 

ახალი ამბები