კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

22 სექტემბერი, 2005

სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისი.19.09.05.მედიანიუსი. სამარშრუტო ტაქსების მძღოლები დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის გაუქმებას აპროტესტებენ. 

სამარშრუტო ტაქსის მძღოლებმა დღეს რიყეზე მრავალრიცხოვანი აქცია გამართეს. მათი განცხადებით, თბილისის მერიის ამ გადაწყვეტილებამ უმუშევრად 15 ათასამდე მძღოლი დატოვა. ამ ადამიანებს კი ოჯახის სარჩენად სხვა სახსრები არ გააჩნიათ. 

მძღოლებს თანადგომა თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა გიორგი მოსიძემ გამოუცხადა.
“ეს არის გამაფრთხილებელი აქცია‚ რომლითაც იწყება ბრძოლა უგულავას უკანონო ქმედებების წინააღმდეგ‚” _ თქვა მან. 

მძღოლები საპროტესტო აქციას თბილისის მერიის შენობასთან გააგრძელებენ.

ახალი ამბები