კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხვითის მოსახლეობა დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს

23 სექტემბერი, 2005

ხვითის მოსახლეობა დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს

სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობისა და თავისუფლების სამმართველოს უფროსის ბექა მინდიაშვილის ინფორმაციით, 21 სექტემბერს გორის ადგილობრივი მაუწყებლობის - „თრიალეთის“ ეზოში  50-მდე ადამიანი შეიჭრა. აქციის მონაწილეები იმ 3 პიროვნების გათავისუფლებასა და “თრიალეთის” ტელევიზიის თანამშრომლებისგან სასამართლოდან სარჩელის გამოტანას ითხოვდნენ, რომლებიც პოლიციამ იმ მოტივით დააკავა, რომ ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ „თრიალეთის“ ტელევიზიის ჟურნალისტებს. რამდენიმე ხნის წინ, ჟურნალისტები გორის რაიონის სოფელ ხვითში სიუჟეტს ამზადებდნენ ადგილობრივ მაცხოვრებლებზე, რომლებიც  ცდილობდნენ ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის მოსავალს უკანონოდ დაპატრონებოდნენ. მაშინ ჟურნალისტების ცემის ფაქტზე საქმე აღიძრა და 3 ბრალდებული დააკავეს. შემთხვევის ადგილზე მისული პოლიცია დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები საქმის უკეთ გაცნობის მიზნით გორში ჩავიდნენ.

ახალი ამბები