კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თეა თუთბერიძემ იუსტიციის მინისტრს პროკურატურაში უჩივლა

27 სექტემბერი, 2005

თეა თუთბერიძემ იუსტიციის მინისტრს პროკურატურაში უჩივლა

თბილისი.26.09.05.მედიანიუსი. იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე მონიტორინგის საბჭოს თავმჯდომარემ თეა თუთბერიძემ იუსტიციის მინისტრ კონსტანტინე კემულარიას წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

როგორც თუთბერიძემ „მედიანიუსს“ განუცხადა, მონიტორინგის საბჭო მოითხოვს, დაიწყოს გამოძიება სასჯელაღსრულების სისტემაში არალიცენზირებული სამედიცინო დაწესებულებების აღმოჩენის ფაქტზე. ეს დარღვევა მონიტორინგის საბჭომ აღმოაჩინა. ასევე, ამასთან დაკავშირებით, დადგეს იუსტიციის მინისტრ კემულარიას პასუხისმგებლობის საკითხი.

თუთბერიძის განმარტებით, ჯანმრთელობის შესახებ კანონით, ლიცენზია ყველა სტაციონარულ დაწესებულებას უნდა ჰქონდეს გააჩნდეს მათი ხელახალი ლიცენზირება კი 2005 წლის 1 მარტამდე უნდა მომხდარიყო. თუმცა, ახალი ლიცენზია სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ არცერთ სტაციონარულ დაწესებლებას არ გააჩნია. რაც შეეხება ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მას 2002 წლის ლიცენზია აღმოაჩნდა.

მონიტორინგის საბჭოს საჩივართან დაკავშირებით, კონსტანტინე კემულარია აცხადებს, რომ ამ საბჭოს წევრები პრობლემებს ხელოვნურად ქმნიან და შემდეგ დასკვნები გამოაქვთ. ამიტომ ასეთი ადამიანები ექსპერტებად არ გამოდგებიან. მისივე  თქმით, არსებობს ეუთოს დამკვირვებლების დასკვნა, სადაც ისინი პენიტენციარულ სისტემაში არსებულ ვითარებას დადებითად აფასებენ.

 

ახალი ამბები