კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზებმა 12 ქართველი პატიმარი გაათავისუფლეს

27 სექტემბერი, 2005

აფხაზებმა 12 ქართველი პატიმარი გაათავისუფლეს

თბილისი.23.09.05.მედიანიუსი. სოხუმის სასამართლომ 12 ქართველი უდანაშაულოდ ცნო  და გაათავისუფლა. ესენი ის წალენჯიხელი მეტყევეები არიან‚ რომლებიც აფახაზურმა მილიციამ 20 ივლისს‚ გალისა და წალენჯიხის ადმინისტრაციულ საზღვარზე დააკავა.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გენერალურმა პროკურატურამ მათ ბრალი აფხაზეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და ხე-ტყის უკანონო ჭრაში დასდო.

გათავისუფლებული ქართველები აფხაზებმა დღეს ენგურის ხიდამდე გადმოაცილეს და ქართულ მხარეს ჩააბარეს. ამ დროისათვის მეტყევეები ზუგდიდში იმყოფებიან.

ახალი ამბები