ყოფილ სამხედრო მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეუფარდეს
თბილისი.23.09.05.მედიანიუსი. ყოფილ სამხედრო მაღალჩინოსნებს თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებული არიან ლოჯისტიკის სამმართველოს ყოფილი უფროსი მამუკა ლომსაძე‚ ლოჯისტიკის სამმართველოს ტექნიკური მომარაგების განყოფილების ყოფილი უფროსი დავით ნატროშვილი და ვიცე-პოლკოვნიკი ბესარიონ ბუკვაიძე. ისინი სამხედრო პოლიციამ დააკავა.
ეს ოფიცრები სამინისტროში გიორგი ბარამიძის თავდაცვის მინისტრობის დროს მუშაობდნენ. საქმე ის არის, რომ 2004 წელს ქართულმა მხარემ უკრაინაში ექსპლუატაციისთვის უვარგისი 40 ერთეული სამხედრო ჯავშანტრანსპორტიორი-2 შეისყიდა‚ რაზეც თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 7 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ამ გარიგებაზე ეჭვები მაშინ გაჩნდა‚ როცა შარშან ზაფხულში ამ ჯავშანტარსპორტიორების გამოყენებით ფართომასშტაბიანი წვრთნები გაიმართა. წვრთნების დროს თითქმის ყველა სამხედრო მანქანას სერიოზული დაზიანებები აღმოაჩნდა.
ბრალდების მხარე ვარაუდობს‚ მათ სახელმწიფო 595 ათასი ლარი აზარალეს.