კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს

28 სექტემბერი, 2005

საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს

თბილისი.27.09.05.მედიანიუსი. მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშში, სახელწოდებით “ათასწლეულის განვითარების მიზნები: ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრესი და პერსპექტივები” ნათქვამია, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

ასეთია რუსეთში მოსახლეობის 20 პროცენტი, ყაზახეთში კი _ 10 პროცენტი. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანის გარდა, ამ სივრცეში ვერცერთი სახელმწიფო ვერ შეძლებს 2015 წლამდე სიღარიბის დონის ორჯერ შემცირებას.

მსოფლიო ბანკი ეკონომიკური განვითარების სექტორის უფროსი არუპ ბანერჯი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში შიდსის და ტუპერკულიოზის ეპიდემია ინტენსიურად ვრცელდება. მისი თქმით, უხარისხო სასმელი წყალი, რომელსაც ამ ქვეყნებში იყენებენ, ჯანმრთელობისთვის მეტად საშიშია. სომხეთის, მოლდოვას, სერბიისა და ჩერნოგორიის უმრავლეს ოჯახს წყალი დღეში 2-4 საათი მიეწოდება.

მსოფლიო ბანკის ანგარიშში ასევე წერია, რომ დამაიმედებელი მდგომარეობაა მოსახლეობის განათლებისა და სქესთა თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით. მსოფლიო ბანკი ამას საბჭოთა ეპოქის დადებით მემკვიდრეობად აფასებს.

 

ახალი ამბები