კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“მემარჯვენე ოპოზიციის” წევრი საპატრულო პოლიციას უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს

28 სექტემბერი, 2005

“მემარჯვენე ოპოზიციის” წევრი  საპატრულო პოლიციას უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს

თბილისი.27.09.05.მედიანიუსი. ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია “მემარჯვენე ოპოზიციის”  წევრი კოკა გუნცაძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს.

როგორც დეპუტატმა `მედიანიუსს~ განუცხადა, გუშინ, საღამოს ის პატრულის თანამშრომელთა მხრიდან უცნობი მოქალაქის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს შემთხვევით შეესწრო. მისი თქმით, შემთხვევა ე.წ. `დეზერტირების ბაზრის~ ტერიტორიაზე, საღამოს 9 საათზე მოხდა.

დეპუტატის თქმით, ის დიდუბისკენ საკუთარი მანქანით მიემართებოდა, როცა მისი ყურადღება ჩოჩქოლმა მიიპყრო. როგორც გუნცაძე აცხადებს, პატრულის ათამდე თანამშრომელი ახალგზრდა კაცს უმოწყალოდ სცემდა და დასცინოდა.

“მე ჩხუბში ჩავერთე და ახალგაზრდა კაცის მათი ხელიდან გამოხსნა ვცადე. თუმცა, ვიდრე პატრულის თანამშორმლებს პარლამენტის მოწმობა არ წარვუდგინე, მოქალაქის ცემას თავი არ დაანებეს. როცა მისი ცემის მიზეზი ვიკითხე, მიპასუხეს, რომ მოქალაქე ნასვამი იყო და მათ აგინებდა”, _ ამბობს გუნცაძე.

მისივე თქმით, ამის შემდეგ მოქალაქე თვალთახედვიდან გაუჩინარდა, თუმცა ის პატრულს არ დაუკავებია.

პარლამენტარის თქმით, ეს პატრულის მხრიდან უკანონო ქმედება იყო.
“თუ მოქალაქე კანონს არღვევდა, მაშინ ის უნდა დაეკავებინათ და არა ეცემათ”, _ განმარტავს გუნცაძე.

ამ ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტარი პრესკონფერენციის გამართვასა და პატრულის საქციელის დაგმობას აპირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კოკა გუნცაძის ნაამბობთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებენ.

ახალი ამბები