15:25, Friday, 24.01.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ახალი სტუდენტური ალტერნატივა განათლების სამინისტროს სასამართლოში უჩივის

28.09.2005

ახალი სტუდენტური ალტერნატივა განათლების სამინისტროს სასამართლოში უჩივის

თბილისი.27.09.05.მედიანიუსი. ორგანიზაცია “ახალი სტუდენტური ალტერნატივა” 28 სექტმებერს   თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში განათლების სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს. სარჩელის შეტანას დაესწრებიან, როგორც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე აბიტურიენტები და მათი მშობლები.
 
“ახალი სტუდენტური ალტერნატივას” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან პასუხისმგებლობაზე თავის არიდება საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა.

საქმე ეხება 71 აბიტურიენტის ბედს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ ჩაირიცხნენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, თუმცა მას შემდეგ, რაც გამოცდების შემდგომი ყველა პროცედურა დასრულებული იყო, 12 სექტემბერს ამ აბიტურიენტებმა შეიტყვეს, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრომ “გამოუსწორებელი შეცდომა” დაუშვა და ისინი შემთხვევით ჩაწერა ჩარიცხული სტუდენტების საიში. განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მხოლოდ ბოდიშს უხდიან ამ აბიტურიენტებს და ურჩევენ, რომ ბედი მომავალ წელს სცადონ.

“მსგავსი ფაქტები, როდესაც სამინისტრო ნაკისრ ვადლებულებებზე უარს აცხადებს, სისტემატურ ხასიათს ღებულობს. მაგალითისთვის, როდესაც ჩვენი ორგანიზაციის მეშვეობით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სამაჩაბლოდან ჩამოსული სტუდენტების პრობლემა, რომელთაც სახელმწიფო შეპირდა სწავლის საფასურის გადახდას, შემდეგ კი სწავლის პროცეში გაირკვა, რომ ხელისუფლება არ აპირებს სტუდენტებისთვის თანხის გამოყოფას.

ორივე შემთხვევაში სამინისტროს წარმომადგენლები აღნიშნულ ფაქტებს ტექნიკური შეცდომებით ხსნიან, და სრულიად კურიოზულ კომენტარებს აკეთებენ. მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მაოდგილის,  ბელა წიფურიას განმარტებით, 71 სტუდენტის სიაში ჩაწერა კომპიუტერულ პროგრამაში შეცდომების გამო მოხდა”, - ნათქვამია “ახალი სტუდენტური ალტერნატივის” განცხადებაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მსგავსი “აბსურდული განცხადებები ლოგიკის ჩარჩოში არ ჯდება და სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს უსამართლოდ დაჩაგრული აბიტურიენტების ჩარიცხვა უკვე სიებში განსაზღვრულ ფაკულტეტებზე”. იმის გამო, რომ სამინისტრო რეაგირებას არ ახდენს ამ ფაქტზე, მსგავსი განცხადებების გარდა, ახალმა სტუდენტურმა ალტერნატივამ აბიტურიენტების მშობლებთან ერთად მოამზადა სარჩელი განათლების და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ.


 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC