კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციის სისტემის პენსიონერები მასობრივი აქციებით იმუქრებიან

3 ოქტომბერი, 2005

პოლიციის სისტემის პენსიონერები მასობრივი აქციებით იმუქრებიან

თბილისი.03.10.05.მედიანიუსი. საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისა და სამამულო ომის ვეტერან-პენსიონერები სახელმწიფო კონპენსაციების შესახებ  კანონპროექტს იწუნებენ.

კანონპროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოამზადა. როგორც პოლიციის პენსიონერთა და ინვალიდთა სოციალური დაცვის კავშირი “აბჯარის” მიერ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ამ კანონპროექტის ამოქმედებით მათ სხვადასხვა სოციალური შეღავათი გაუუქმდებათ. ლაპარაკია ბუნებრივ აირზე, ელექტოენერგიაზე, სატელეფონო საუბრებსა და სხვა სახის მომსახურებაზე დაწესებულ შეღავათებზე, რომლებიც მათ 1997 წელს მიენიჭათ.

“კანონპროექტის ამოქმედებით გაუქმდება აგრეთვე საპენსიო კანონმდებლობის 45-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ამ კატეგორიის პირთა პენსიები 2006 წლიდან უნდა გაზრდილიყო, თანაც კანონპროექტიდან ამოღებულია სიტყვა “პენსია”,  მის ნაცვლად ვეტერან-პენსიონერებს კომპენსაცია დაენიშნებათ. კომპენსაციას კი მთავრობა მაშინ შეწყვეტს, როცა მოისურვებს”, _ ამბობს “აბჯარის” თავმჯდომარე იოსებ მესტიაშვილი.

ვეტერან-პენსიონერები მოითხოვენ, შეიქმნას კვალიფიციური იურისტებისგან შემდგარი კომისია, რომელიც კანონპროექტს  ვეტერან-პენსიონერებთან ერთად ხელახლა განიხილავს. თუ მთავრობა ვეტერან-პენსიონერების მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ისინი მასობრივი აქციებით იმუქრებიან.

ახალი ამბები