ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მილი გასკდა
05.10.2005
ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მილი გასკდა
თბილისი.04.10.05.მედიანიუსი. ნორიოს მონაკვეთზე ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მილი გასკდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 60 ტონა ნავთობია დაღვრილი. ნავთობი 6 საათის განმავლობაში იღვრებოდა. ავარიის ადგილი დასახლებულ პუნქტთან მოშორებითაა.
როგორც გარემოს დაცვის სამინისტრში აცხადებენ, იქვე შორიახლოს მდებარე მდინარე ნორიოში ნავთობი არ ჩაღვრილა.
სპეციალისტების ინფორამციით, ნავთობსადენის დაზიანების მიზეზი, მილიდან ნავთობის დატაცება გახდა. ნორიოს მონაკვეთზე მილზე რამდენიმე ნახვრეტია ნაპოვნი საიდანაც ნავთობის უკანონო დატაცება ხდებოდა.
ავარიის შედეგების ლიკვიდაციაზე კომპანია “ბრიტიშ პეტროლიუმი” მუშაობს. დაზარალებულ მოსახლეობას კომპენსაციას ეს კომპანია გადაუხდის.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას