კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პენსიონერებმა პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს

5 ოქტომბერი, 2005

პენსიონერებმა პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისი.04.10.05.მედიანიუსი. დღეს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სამხედრო პენსიონერებმა და ომის ვეტერანებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

პენსიონერები ითხოვენ, რომ პარლამენტმა არ დაამტკიცოს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მათი თქმით, სამხედრო პენსიონერებსა და ომის ვეტერანებს შეღავათები უქმდებათ და პენსია უმცირდებათ.

საპროტესტო აქციის მონაწილეებთან პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი მივიდა, რომელიც პენსიონერებს შეპირდა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ზემოხსენებული კანონპროექტის მიღებას ხელს შეუშლის.

აქციაზე გამოჩნდნენ “წინ, საქართველოს” ხელმძღვანელები ირაკლი ბათიაშვილი და გიორგი კობახიძე, რომელთაც პენსიონერებს მოუწოდეს,  მისულიყვნენ “წინ საქართველოს” მიერ ორგანიზებულ მიტინგზე.

საზოგადოებრივი მოძრაობა “წინ, საქართველო” მიტინგის ჩატარებას 5 ოქტომბრისთვის აპირებს.

 

ახალი ამბები