კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონფერენცია ფსიქიატრიის ახალი კანონის შესახებ

6 ოქტომბერი, 2005

კონფერენცია ფსიქიატრიის ახალი კანონის შესახებ
ფსიქიკური აშლილობების მქონე პირთა უფლებების დასაცავად

ორგანიზაცია “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში -თბილისი” (ყოფილი “ჟენევის ინიციატივა ფსიქიატრიაში”) ერთ-ერთი წამყვანია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომუშავე ორგანიზაციებს შორის. გლობალური ინიციატივის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორგანიზაციამ 2005 წლის 3 და 4 ოქტომბერს თბილისში მოაწყო საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით “ფსიქიკური აშლილობა და საზოგადოება: როგორ დავიცვათ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებები”.

კონფერენციას ესწრებოდნენ ექსპერტები ჰოლანდიიდან, ბულგარეთიდან, ლიტვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ტაჯიკეთიდან, რომლებიც წარმოადგენდნენ როგორც სახელმწიფო სექტორს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

კონფერენციაზე განხილულ იქნა ფსიქიატრიული დახმარების შესახებ ახალი კანონის პროექტი, რომელიც ამჟამად პარლამენტში მისაღებადაა წარდგენილი. პროექტი მომზადდა საქართველოს წამყვანი ექსპერტების მიერ. მის მომზადებაში თავისი წვლილი შეიტანეს უცხოელმა სპეციალისტებმაც, რომელთაც უზრუნველყვეს ახალი კანონის შესაბამისობა თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან. ძირითადი განსხვავება ფსიქიატრიის შესახებ ძველსა და ახალ კანონებს შორის ის არის, რომ ახალი კანონი საშუალებას იძლევა უკეთესად იქნას დაცული ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა უფლებები, მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული პაციენტის საავადმყოფოში არანებაყოფლობითი მოხვედრა და მკურნალობა, და გაუმჯობესებდეს ამგვარი არანებაყოფლობითი რეჟიმის დანიშვნის გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურა.
მონაწილეებმა იმსჯელეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების, აგრეთვე ახალი კანონის, შესახებ და ძალზე პრაქტიკული კომენტარები გააკეთეს. ერთ-ერთი ძირითადი პუნქტი ეხებოდა ახალი კანონის შესაბამის გაცნობას პროფესიული და არაპროფესიული საზოგადოებისათვის და მის პრაქტიკულ განხორციელებას.

პარლამენტის მიერ ახალი კანონის დამტკიცების შემდეგ “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი” ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნული კანონის განხორციელებას, ტრეინიგების ჩატარებას ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისათვის და საზოგადოების ინფორმირებას. ორგანიზაცია, აგრეთვე, შეეცდება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დამოუკიდებელი საბჭოს ჩამოყალიბებას, რომელიც მკაცრ მეთვალყურეობას გაუწევს ახალი კანონის შესაბამის განხორციელებას და დახურულ ინსტიტუტებში (ფსიქიატრიული საავადმყოფო, ციხე) განახორცილებს ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა უფლებების დაცვას.

ახალი ამბები