კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლოს აიძულებენ, ერთი ბოთლი ლუდისმიმთვისებელი ციხეში ჩასვას

10 ოქტომბერი, 2005

სასამართლოს აიძულებენ, ერთი ბოთლი ლუდის
მიმთვისებელი ციხეში ჩასვას


თიანეთის მკვიდრმა დავით ბერიკიშვილმა 2004 წლის აგვისტოში გადაწყვიტა ლუდი დაელია, მაღაზიის გამყიდველმა მის მოთხოვნაზე ვალად მიეცათ ერთი ბოთლი ლუდი უარით უპასუხა რის შემდეგაც, დავით ბერიკიშვილმა გამყიდველის ნების საწინააღმდეგოდ გამოაღო მაცივარი და დაეუფლა ერთ ბოთლ ლუდს.

ეს ქმედება პოლიციამ, გამოძიებამ და პროკურატურამ შეაფასა, როგორც განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული და დავით ბერიკიშვილს წარუდგინეს ბრალდება გათვალისიწნებული  სსკ 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ძარცვას და ისჯება პატიმრობით ოთხიდან თორმეტ წლამდე.

მიუხევადად იმისა, რომ მიყენებული ზიანი ბერიკიშვილმა მეორე დღესვე აანაზღაურა, გამოძიებამ და პროკურატურამ საქმე სასამართლომდე მაინც მიიტანა და, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სახელმწიფო ბრალმდებელმა ბერიკიშვილისათვის სასჯელად თერთმეტი წლით დაპატიმრება მოითხოვა.

დავით ბერიკიშვილის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი აღნიშნავს, რომ “ბრალდების მხარე კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა”. მისი მტკიცებით პროკურატურა ამ მდგომარეობიდან გამოსვლას სასამართლოზე ზეწოლით ცდილობს, რასაც მორიგი უსამართლო ქმედებები მოყვება. 

დაცვის მხარემ სარჩელი სააპელაციო სასამართლოში შეიტანა. სააპელაციო კოლეგიის თავმჯდომარე მაია მწარიაშვილი არ დაეთანხმა გამამტყუნებელ განაჩენს და წარმოადგინა დასაბუთებული განსხვავებული აზრი. კოლეგიის ორმა წევრმა მაია ოშხარელმა და რუსუდან ჭანტურიძემ კი სამწუხაროდ ვერ გაუძლეს პროკურატურის ზეწოლას და ბერიკიშვილი 4-წლიანი პატიმრობისათვის გაწირეს.

თუმცა პროკურატურის ამბიციას საზღვარი არ აღმოაჩნდა და ბრალდებამ  უზენაეს სასამართლოს მიმართა საჩივრით, რომლითაც მოითხოვა სასჯელის დამძიმება 11 წლამდე.


2005 წლის 11 ოქტომბერს უზენაესი სასამართლო განიხილავს აღნიშნულ საქმეს და საბოლოო სიტყვა საქმეზე მას ეკუთვნის.

 

ახალი ამბები