კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტარის ყოფილი მეუღლე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

11 ოქტომბერი, 2005

პარლამენტარის ყოფილი მეუღლე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისი.10.10.05.მედიანიუსი. თბილისის საოლქო სასამართლომ  საქალაქო სასამართლოს 3 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა და დეპუტატ გოჩა ჩახვაძის ყოფილ მეუღლისთვის ეთერ ჭუმბურიძისთვის შეფარდებული სამთვიანი პატიმრობა გააუქმა. ეთერ ჭუმბურიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

დაცვის მხარის მოთხოვნით დაინიშნა ბალისტიკური ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ "მაკაროვის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღზე ჭუმბურიძის თითის ანაბეჭდები არ იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ეთერ ჭუმბურიძემ გოჩა ჩახვაძეს 1 ოქტომბერს საკუთარ სახლში "მაკაროვის" პისტოლეტიდან 4 ტყვია ესროლა. მას მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონო ტარება ბრალდება.

ეთერ ჭუმბურიძე გამოძიებასთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებს.


 

ახალი ამბები