კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება

11 ოქტომბერი, 2005

სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება

თბილისი.09.10.05.მედიანიუსი. სიღატაკის დასაძლევად 2006 წლიდან საქართველოში ახალი პროგრამა ამოქმედდება. ეს არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამა. მისი პრეზენტაცია დღეს ფილარმონიაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ გამართეს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა განაცხადა, პროგრამის უმთავრესი მიზანი საზოგადოების უღატაკესი ფენის გამოვლენა და მისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენაა.

პროგრამა იძლევა სახელმწიფო რესურსების ოპტიმალურად გამოყენების საშუალებას. სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალური მდგომარეობის შესწავლას ქვეყნის მასშტაბით ხვალიდან 300-ზე მეტი სოციალური აგენტი შეუდგება. ისინი დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ ღია კონკურსის წესით შეარჩია.

სოციალური აგენტები შევლენ ყველა იმ ღარიბ ოჯახში, რომლებმაც განაცხადი თავიანთ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე მონაცემთა ერთიან ბაზაში შეიტანეს. ამ დროისათვის აღრიცხულია 153 ათასი ასეთი ოჯახი.

ლადო ჭიპაშვილი ვარაუდობს, რომ 2006 წლის მარტისთვის სოციალურ აგენტებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობის შესახებ ძირითადი მონაცემები უკვე მოპოვებული ექნებათ.

მონაცემთა ბაზის ფორმირების შემდებ კი შესაძლებელი გახდება სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება. მათ შორის უმთავრესი სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის დახმარება იქნება. ასეთები კი დღეს ქვეყნის მოსახლეობის 10 პროცენტს აღემატებიან.

პრეზენტაციაზე მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ამ პროგრამას პირველი მიზნობრივი სოციალური პროგრამა უწოდა. მისი თქმით, ამ და სოციალურად დაუცველთა ჯანდაცვის პროგრამებისთვის 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 75 მლნ. ლარი გამოიყოფა. ახალი პროგრამა 10 წლის განმავლობაში განხორციელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ძირეულად შეიცვლება ქვეყნის სოციალური ვითარება, ანუ სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები საქართველოში აღარ იარსებებენ, _ აღინიშნა პრეზენტაციაზე.

ახალი ამბები