პატიმარმა კოვზით თითი მოიჭრა
თბილისი.13.10.05.მედიანიუსი. არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ინფორმაციით, ამ წუთებში ციხის მონიტორინგის საბჭოს წევრს‚ ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" წარმომადგენელს ქეთევან ქამაშიძეს #1 საპყრობილის ადმინისტრაცია ციხეში არ უშვებს.
ქეთევან ქამაშიძეს‚ როგორც მონიტორინგის საბჭოს წევრს‚ პრეზიდენტის განკარგულებით უფლება აქვს, ყოველგვარი ნებართვის გარეშე ნებისმიერ დროს შევიდეს ციხეში.
ორგანიზაციის ცნობით, დღეს მასთან შეხვედრა ითხოვა‚ ერთ-ერთმა პატიმარმა‚ რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. წინასწარი ინფორმაციით პატიმარზე განხორციელდა ზეწოლა და იძულებული გახდა კოვზით მოეჭრა თითი.