კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა

18 ოქტომბერი, 2005

ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა

თბილისი.18.10.05.მედიანიუსი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე მონიტორინგის საბჭო იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას კიდევ ერთხელ აპირებს.

როგორც საბჭოს თავმჯდომარემ თეა თუთბერიძემ "მედიანიუსს" განუცხადა, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ კიდევ ერთი პატიმარი, გვარად ხოზაური გარდაიცვალა. ამის შესახებ საბჭოს წევრებს ანონიმურმა პირმა აცნობა. სავარაუდოდ, ის გარდაცვლილის ახლობელი ან სხვა პატიმარი უნდა ყოფილიყო.

არაოფიციალური ინფორმაციით, პატიმრის დაღუპვის მიზეზი ტუბერკულოზია. როგორც თუთბერიძე აღნიშნავს, ვითარების შესასწავლად ადგილზე მისული მონიტორინგის საბჭოს წევრები ციხის საავადმყოფოს ადმინისტრაციამ საავადმყოფოში არ შეუშვა.

"მიზეზად ის დაგვისახელეს, რომ მობილური ტელეფონებით ვერ შეგვიშვებდნენ. არადა, მობილურის, კალმისა და ფურცლის გარეშე იქ სრულფასოვანი მუშაობის საშუალება არ მოგვეცემოდა. ციხის ადმინისტრაციამ არც პატიმრის დაღუპვის მიზეზი დაგვიდასტურა და, საერთოდ, ჩვენს არცერთ კითხვას პასუხი არ გასცა", _ ამბობს თეა თუთბერიძე.

მისივე თქმით, ამ ფაქტის შემდეგ მონიტორინგის საბჭო იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც პატიმრების ჯანმრთელობაზე არიან პასუხისმგებელნი. საბჭო აპირებს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დასმასაც, რომლებიც მონიტორინგის საბჭოს წევრებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარებაში ხელს უშლიან. ასეთ პირთა შორის თუთბერიძე, უპირველესად, იუსტიციის მინისტრ კონსტანტინე კემულარიას ასახელებს

ახალი ამბები