კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ავარიული შენობის მცხოვრებნი სხვაგან გადასახლებას ითხოვენ

18 ოქტომბერი, 2005

ავარიული შენობის მცხოვრებნი სხვაგან გადასახლებას ითხოვენ

თბილისი.17.10.05.მედიანიუსი. დღეს სოლოლაკში (თბილისი) დადიანის ქუჩის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. დადიანის ქ. #22-ში მცხოვრებნი საცხოვრებლად სხვა შენობაში გადასვლას ითხოვენ.

1905 წელს აშენებული ორსართულიანი სახლი, სადაც 13 ოჯახი ცხოვრობს, დანგრევის პირასაა. დანგრეულია შენობის ფასადი, დაზიანებულია ჭერი. აღნიშნულ შენობას ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და კულტურის სამინისტროს კუთვნილებაა.

"სადაც კი შეიძლებოდა, ყველა ინსტანციაში დავსვით ჩვენი სხვა შენობაში გადაყვანის საკითხი. მერიისგან პირობაც კი მივიღეთ, რომ ლერმონტოვის #8-ში გადაგვიყვანდნენ, მაგრამ პრობლემის მოგვარებას ბოლო არ უჩანს. არავინ იცის, როდის ჩამოინგრევა  ეს შენობა. ხომ შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რასაც ვეღარავინ უშველის", _ განაცხადა აქციის მონაწილემ გიორგი ცქიტიშვილმა.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგებლის კახა გურულის განცხადებით, აღნიშნული შენობა აღდგენასა და გამაგრებას აღარ ექვემდებარება. "ვინაიდან ის ისტორიული ძეგლია, ეს პრობლემა კულტურის, ძეგლთა დაცვისა დ სპორტის სამინისტრომ უნდა მოაგვაროს", - განუცხადა "მედიანიუსს" კახა გურულმა.

ახალი ამბები