კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილებს ტრეფიკინგის პრობლემა გააცნეს

18 ოქტომბერი, 2005

დევნილებს ტრეფიკინგის პრობლემა გააცნეს

თბილისი.17.10.05.მედიანიუსი. ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი ტრეფიკინგის შესახებ საზოგადოების ინფორმირების კამპანიას კვლავაც აგრძელებს.

პროექტის ფარგლებში _ "შეწყდეს ტრეფიკინგი" _ ცენტრმა სემინარი დღეს დევნილთა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გამართა.

სემინარს ეროვნული უშიშროების საბჭოს მრჩეველი და ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისო კომისიის წევრი ალექსანდრე ნალბანდოვი უძღვებოდა. ამ პროექტს ცენტრი ბერძნულ ორგანიზაციასთან _ "მშვიდობის, კვლევის და მოქმედების ცენტრთან" ერთად 2005 წლის თებერვლიდან ახორციელებს.

პროექტი 2006 წლის ბოლოს დასრულდება. როგორც ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, პროგრამას საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.
ბერძნული მხარე ქართული საზოგადოების ინფორმირებით ტრეფიკინგის თაობაზე თავად არის დაინტერესებული. ამის მიზეზი ის არის, რომ საბერძნეთში ემიგრირებულ ქართველთა რიცხვმა, არაოფიციალური მონაცემებით, 200 000-ს მიაღწია. მათ შორის ბევრი არალეგალური ემიგრანტია. მსოფლიო პრაქტიკით კი ტრეფიკინგის მსხვერპლთა უმრავლესობას სწორედ არალეგალური ემიგრანტები შეადგენენ.

როგორც უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, ქართულ საზოგადოებას ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული ტრეფიკინგის საფრთხე. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ცენტრმა სემინარები რამდენიმე სამიზნე ჯგუფს უკვე ჩაუტარა, მათ შორის, სტუდენტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მსგავსი სემინარები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან უახლოეს მომავალშიც იგეგმება.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ხუთ წელიწადში საქართველოში ტრეფიკინგის 500-ზე მეტი შემთხვევა აღინუსხა. თუმცა, უჩა ნანუაშვილის თქმით, რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია.

ახალი ამბები