საბერძნეთიდან დეპორტირებული ცხრა ადამიანი კვლავ თბილისის აეროპორტშია
თბილისი.13.10.05.მედიანიუსი. 13 ოქტომბერს‚ ღამით, თბილისის აეროპორტში საბერძნეთიდან დეპორტირებული ცხრა ადამიანი კვლავ აეროპორტში იმყოფება. მათი დეპორტაციის მიზეზი დოკუმენტაციის მოუწესრიგებლობა გახდა.
როგორც "მედიანიუსს" სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს, ზუსტდება დეპორტირებული მოქალაქეების ვინაობა. საბერძნეთიდან დეპორტირებულ მოქალაქეებს არა აქვთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
როგორც "მედიანიუსს" სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს‚ საბერძნეთიდან დეპორტირებული ცხრა ადამიანის საკითხის გარკვევაში იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი.
ცხრა მოქალაქე მხოლოდ იმ შემთხვევაში გადმოკვევს აეროპორტის საზღვარს‚ როდესაც მათი ვინაობა ოფიციალურად გაირკვევა.