კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებნი სამარშრუტო ტაქსების მოძრაობას აპროტესტებენ

18 ოქტომბერი, 2005

თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებნი სამარშრუტო ტაქსების მოძრაობას აპროტესტებენ

თბილისი.14.10.05.მედიანიუსი. თბილისში‚ რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებნი ამ ქუჩაზე სამარშრუტო ტაქსების მოძრაობას აპროტესტებენ. ეს სამარშრუტო  ტაქსები ადრე რუსთაველის გამზირზე მოძრაობდნენ. მათ მარშრუტი დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით შეეცვალათ.

როგორც თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებნი აცხადებენ‚ ტრანსპორტის მოძრაობით გამოწვეულ ვიბრაციას მათი საუკუნოვანი სახლები ვერ უძლებს. ასეთ ვითარებაში კი მათ სიცოცხლეს ყოველ წუთს საფრთხე ემუქრება.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგებლის კახა გურულის განცხადებით, თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებთა ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე თბილისის პრემიერი თემურ ქურხული და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ზურაბ ჩიკვილაძე ერთობლივად იმსჯელებენ. ეს საკითხი‚ სავარაუდოდ‚ მომავალ კვირაში გადაწყდება.

ახალი ამბები